დედის სიყვარული უსაზღვროა, შენი მხარდაჭერა კი გადამწყვეტი!
საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი დედები მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ. ისინი ხშირად იძულებულნი არიან საკუთარი ელემენტარული საჭიროებები დათმონ, რათა უზრუნველყონ ოჯახის კეთილდღეობა და იზრუნონ მცირეწლოვან შვილებზე, ხანდაზმულ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრებზე.
ჩვენი ბენეფიციარი თამარი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედაა. მას ათი შვილი ჰყავს და ყოველდღიურად მრავალ სირთულეს უმკლავდება. თამარის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთ შვილს მენინგიტი დაუდგინდა და ორი თვის განმავლობაში ავადმყოფობას ებრძოდნენ.
თქვენი თანადგომა ამსუბუქებს თამარის და მსგავსი სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსურ ტვირთს და აძლევს მათ ძალას, უფრო მშვიდად იზრუნონ შვილებისა და ოჯახის მომავალზე. შესაბამისად, თამარს აღარ მოუწევს არჩევანის გაკეთება საკუთარ აუცილებელ საჭიროებებსა და შვილების საჭიროებებს შორის.
გააკეთე დონაცია, დაეხმარე თამარს და მსგავსი სოციალური პრობლემის მქონე დედებს
თქვენი მხარდაჭერა მათ ყოველდღიურობას უკეთესობისკენ შეცვლის.
თქვენს მიერ გაღებული:

  • 20 ლარი - უზრუნველყოფს დედის ყოველდღიურ პირად ჰიგიენურ საშუალებას
  • 50 ლარი - უზრუნველყოფს დედის პირად ჰიგიენურ და საყოფაცხოვრებო საშუალებებს
  • 100 ლარი - უზრუნველყოფს დედის პირად ჰიგიენურ, საყოფაცხოვრებო საშუალებებს და საკვებ პროდუქტებს.

თითოეული შემოწირულობა პირდაპირ ეხმარება ერთ კონკრეტულ ოჯახს.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თანხა, გააკეთეთ დონაცია და შემოუერთდით კამპანიას დედის გულისთვის!
დედებს შესაძლებლობა ექნებათ უსასყიდლოდ მიიღონ პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური დახმარების ტრენინგები. საჭიროებისამებრ ჩაუტარდეთ ადვოკატირება და ისარგებლონ წითელი ჯვრის მობილური სამედიცინო კაბინეტით.
ყოველწლიურად საქართველოს წითელი ჯვარი 250,000-ზე მეტ მოწყვლად ადამიანს ეხმარება 39 ადგილობრივი ფილიალისა და ათასობით მოხალისის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს, დახმარების გაწევას გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისადგომ ლოკაციებზე.
თქვენი დონაცია რეალურ ცვლილებას ქმნის კონკრეტული ოჯახისთვის.
გააკეთეთ დონაცია, დედის გულისთვის!

ჩემი დონაცია

ერთჯერადი დონაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

* აუცილებელი ველი

გადახდა

უსაფრთხო გადასახადები დაშიფვრის უახლესი ოქმებით, რომლებიც შექმნილია ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

Apple Pay

დონაცია საკრედიტო ბარათით

უსაფრთხოების 3 ციფრიანი კოდი განთავსებულია ბარათის უკანა მხარეს