ათასობით მარტოსული ხანდაზმულისთვის შობა უფერული და სევდიანია და თქვენ შეგიძლიათ ამის შეცვლა. საშობაო საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ერთად ვაჩუქოთ ფერადი საშობაო განწყობა, მათ ვინც ამ დღეს მარტო ხვდება.

შენ შეგიძლია გახდე მათი ფერადი შობის მიზეზი და შეიტანო შობის სითბო მათ სახლებში.


*ორგანიზაცია უფლებას იტოვებს შეგროვებული თანხის 7% ადმინისტრაციულ ხარჯებს მოახმაროს.

ჩემი დონაცია

ერთჯერადი დონაცია

  • საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები დაუღალავად შრომობენ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად!

  • 120 000-ზე მეტი ჰიგიენური და სასურსათო ამანათი უკვე გადავეცით ხანდაზმულებსა და ყველაზე მოწყვლად ოჯახებს!

  • კვლავ გვესაჭიროება თქვენი დახმარება, რომ მოსახლეობისთვის შევძლოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება!

როგორ ვეხმარებით მოსახლეობას?

  • ჩვენ ვეხმარებით თემის მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნაში
  • ვეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში
  • ვეხმარებით თემის მოსახლეობას და ხშირად პირველები ვახდენთ კატასტროფებზე რეაგირებას კარგად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეების მეშვეობით
  • სტიქიური უბედურებების და შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ჩვენ ვეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას საკვებით და სხვა სახის ნივთებით
  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, ვეხმარებით მოსახლეობას შიდსთან და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევაში
  • ვეხმარებით ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნულ პროგრამას წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ამბულატორული პაციენტების მკურნალობაზე დამყოლობის გაძლიერებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერითა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებით; საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ვახორციელებთ ადვოკატირების, კომუნიკაციის და სოციალური მობილიზაციის საქმიანობებს.
  • ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სისხლის მარაგის გაზრდას ახალგაზრებს შორის ნებაყოფლობითი, უანგარო სისხლის დონაციის პროპაგანდით
  • ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას კატასტროფების, კონფლიქტების, დაავადებების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი სიტუაციების უარყოფითი შედეგების შემცირებაში პირველი დახმარების სწავლების და სერვისების მიწოდებით
  • ვზრუნავთ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე, მათ გაძლიერებაზე და მათი უფლებების დაცვაზე.

ჩვენ ვეხმარებით თქვენი დახმარებით!
თქვენს დონაციას შეუძლია დაეხმაროს 100 000 მდე ხანდაზმულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საკონტაქტო ინფორმაცია

* აუცილებელი ველი

გადახდა

უაღრესად უსაფრთხო გადახდები 256-ბიტიანი SSL დაშიფვრის მეთოდის გამოყენებით, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი.

დონაცია საკრედიტო ბარათით

უსაფრთხოების 3 ციფრიანი კოდი განთავსებულია ბარათის უკანა მხარეს